მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სავალალოა, რომ ე.წ. „ბორდერიზაცია“ გრძელდება

ე.წ. საზღვარი

ჩეხეთის რესპუბლისკის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რუსეთის უკანონო ნაბიჯებს სავალალოს უწოდებს.

პანდემიის პერიოდში მიმდინარეობს ე.წ "ბორდერიზაციას" ჩეხი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ეხმაურება.

„არ შემიძლია არ გავიმეორო, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ისევე როგორც რუსეთის ქმედებები, ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას. სავალალოა, რომ ე.წ. „ბორდერიზაცია“ და სხვა უკანონო მოქმედებები COVID19 პანდემიის მიუხედავად გრძელდება“ - განაცხდა ტომაშ პეტრშიჩეკი.