საზოგადოება

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჩეხეთის ელჩმა, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერეს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა
მინისტრის მოადგილემ და
ჩეხეთის ელჩმა, ზაჰესის
ჰიდროელექტროსადგური
დაათვალიერეს
1619169751
დაკოპირებულია

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაელა მარკსოვამ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ და ელჩის მოადგილემ იანა გაშპარიკოვამ ზაჰესის ჰიდროექეტროსადგური დაათვალიერეს. სს „ენერგო–პრო ჯორჯია გენარაცია“ არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჩეხური კომპანია, რომელიც საქართველოს ენერგობაზარზე მოღვაწეობს 2007 წლიდან.

ზაჰესში გამართული შეხვედრისას, „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ წარმომადგენლებმა და გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ, სტუმრებს დაათვალიერებინეს ჰიდროელექტროსადგური, ასევე გააცნეს ინფორმაცია „ენერგო-პროს“ საქმიანობის შესახებ საქართველოში. ხაზი გაესვა კომპანიის მნიშვნელობას და განხორციელებული საინვესტიციო პროექტების აუცილებლობას.

„ენერგო-პრო“ 2007 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოში და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ევროპულ ინვესტიციას ქვეყანაში. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩეხეთის მაღალი რანგის სტუმრებს ვმასპინძლობთ, დავათვალიერებინეთ „ენერგო-პროს“ მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჰიდროელექტროსადგური - ზაჰესი. იმის გათვალისწინებით, რომ ზაჰესი არის 94 წლის, შეიძლება ითქვას, ეს ობიექტი ერთის მხრივ უკვე წარმოადგენს მუზეუმს, ხოლო მეორეს მხრივ, წარმატებით განაგრძობს ექსპლუატაციაში ყოფნას და უზრუნველჰყოფს მნიშვნელოვანი ოდენობის ელექტროენერგიის გენერირებას“, - განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

ბოცვაძის თქმით, „ენერგო-პრო ჯგუფისთვის“ პატივია ფლობდეს მსგავსი ისტორიის მქონე ენერგოობიექტებს საქართველოში. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი ოპერირება წარმატებით გრძელდება, შედეგად - საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არსებული ჰიდროსადგურები, დღეის მდგომარეობით არამხოლოდ საპროექტო სიმძლავრეებს აფიქსირებენ, არამედ ხდება მათი დადგმული სიმძლავრეების ზრდაც. მაგ: მნიშვნელოვანი პროექტებია განხორციელებული და ათობით მილიონი ლარია ინვესტირებული ლაჯანურჰესის, გუმათის კასკადის და რიონის ჰიდროელექტროსადგურებში.

„ვფიქრობთ, უალტერნატივოდ სწორი მიდგომაა, რომ პირველ რიგში უნდა შენარჩუნდეს ქვეყანაში უკვე არსებული ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურობა, გენერირებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი კი კვლავ მაქსიმალურ ნიშნულს უნდა უახლოვდებოდეს, რაიმე სახის დანაკარგი გამორიცხული უნდა იყოს“, - დასძინა „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალურმა დირექტორმა.

პაციენტი პალატაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამ...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629227

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 535 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა.

1620629728

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1439 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629319

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო დეპარტამენტში ახალი სტრუქტურული ერთეული - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო - შექმნა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის ტერიტორიაზე მოხელეთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს გამოიძიებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

1620628826

11 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Reuters იუწყება.

1620628625
თემქაზე ხე წაიქცა -
დაზიანებულია რამდენიმე
მანქანა

თემქაზე ხე წაიქცა - დაზიანებულია რამდენიმე მა...

თბილისში, ზღვის უბანში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელმაც რამდენიმე მანქანა მოიყოლა.

რუსეთში ომსკის ჯანდაცვის მინისტრს ეძებენ

როგორც რუსული „დოჟდი“ იუწყება, ომსკის საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმი გაუჩინარდა.

მეუფე ნიკოლოზი: 11-ჯერ თუ შეეცდება ვინმე...

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა თავად გამოიყვანა მეუფე ანტონი მწყობრიდან და სწორედ ამის მიზეზი იყო, ის რაც ვიხილეთ.

„ანტონ ბულუხია კრიმინალია, აი, ასეთი მიტ...

თეოლოგი და ყოფილი სასულიერო პირი ბასილ კობახიძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ თვალი აეხილოთ და არ იყვნენ ბრმად მორჩილნი ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიასი.