მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჭიათურაში 4 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

პატრულის მანქანა - დეტალი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთში 4 წლის ბავში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა 2 აგვისტოს ღამით მოხდა.

ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დაღუპულის მამა ელექტროშედუღების აპარატით რკინის საქანელას ამზადებდა, ბავშვი კი დენის სადენებს მოულოდნელად შეეხო.

შშ-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.