საზოგადოება

ჩინეთმა საქართველოს კორონავირუსისგან პირადი დაცვის საშუალებები გადასცა

ჩინეთმა საქართველოს დაცვის საშუალებები გადასცა
12:23 16.07
დაკოპირებულია

ჩინეთმა საქართველოს, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, პირადი დაცვის საშუალებები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლი იანი პირადად დაესწრო.

„ჩინეთი და საქართველო მეგობარი ქვეყნები არიან. ისეთი გამოწვევის დროს, როგორიც არის ეპიდემია ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩინეთში მძიმე ეპიდსიტუაცია გვქონდა, საქართველოსგან, პრეზიდენტისგან, პრემიერ-მინისტრისგან, სამინისტროებიდან ჩვენ დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით. ახლა მზად ვართ ჩვენ დავეხმაროთ საქართველოს, თუ ამის საჭიროება იქნება. იმედი მაქვს ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება და განმტკიცდება“, - განაცხადა დიპლომატმა.

შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპიდან ჩინეთის მთავრობის მხრიდან, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო.

შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილიც ესწრებოდა.

საერთო ჯამში საქართველოს ჩინეთისგან 5 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი აქვს მიღებული. ამას გარდა 1000-ზე მეტი PCR ტესტი და 21 000 ცალი სწრაფი ტესტი.

რუსეთის აგრესია

12 წელი აგვისტოს ომიდან

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომი...
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რუსეთ-საქართველოს ომის...
01:00
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობ...
00:50
„დღევანდელი კონფერენცია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული სამხედრო აგრეს...
00:43
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვ...
00:12
ეუთოს განცხადება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კო...
რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის წარმომ...
20:06 07.08
თეა ახვლედიანი: ომით დაშორიშორებული საზო...
„გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეში...
ირაკლი სესიაშვილი: სტრატეგიულ, ოპერატიულ...
„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც,...
აშშ-ში უმუშევრობა ორნიშნა მაჩვენებელზე ნ...
შეერთებულ შტატებში უმუშევრობა მესამე თვეა მცირდება, თუმცა ის კვლავ ორნიშნა მაჩვე...