მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩირინა ადგილობრივი ხორბლისა და სიმინდის მიღებას იწყებს

„ბიუ ბიუს“ ქათმების მწარმოებელი კომპანია

„ბიუ ბიუს“ ქათმების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ წლევანდელი მოსავლის აღების სეზონზე ქართულ მიწაზე მოყვანილ ხორბალსა და სიმინდს იბარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჩირინაში“ ავრცელებენ.

ნედლეულისა და საკვების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, თამარ ახალაძის თქმით, სრულფასოვანი, დაბალანსებული კვება უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისთვის. სიმინდი და ხორბალი კი ფრინველის საკვების აუცილებელი და შეუცვლელი კომპონენტია.

„ყვითელი სიმინდი შეიძლება მონოკულტურად ჩაითვალოს, მას ვერ შეედრება ვერც ერთი სხვა მარცვლეული. სიმინდი ფრინველისთვის ენერგიის ძირითადი წყაროა, რადგან შეიცავს მცირე რაოდენობით უჯრედანასა და საუკეთესოდ შეითვისება ორგანიამის მიერ. ხორბალი ასევე მნიშვნელოვანი მარცვლეულია ფრინველისთვის, რომლის წილიც შეიძლება 10-14 % იყოს “, - აღნიშნავს ახალაძე.

biubiu_o_h.jpeg

საქართველოში აღწერილია ხორბლის 14 სახეობა, 150-ზე მეტი სახესხვაობა, ფორმა და აბორიგენული ჯიში. მსოფლიოში ცნობილი ხორბლის 20 სახეობიდან 5 საქართველოს ენდემია. გასული წლების მონაცემებით, საქართველოში ხორბლის ნათესი ფართობი 52,3 ათას ჰექტარს შეადგენს, საიდანაც 67,7% მოდის კახეთის რეგიონზე, 13,9%-ქვემო ქართლზე, 12,9%-შიდა ქართლზე. საშუალო მონაცემებით საქართველოში წარმოებული იყო 133,4 ათასი ტონა ხორბალი, საიდანაც 76,5% მოდის კახეთის რეგიონზე, 8,7%-შიდა ქართლზე, 7,9%-ქვემო ქართლზე.

კომპანია „ჩირინა“ სართიჭალის მახლობლად ფლობს მიწებს, სადაც უმაღლესი ხარისხის სიმინდი და ხორბალი მოჰყავს. წარმოების ზრდასთან ერთად ეს მარაგი საკმარისი აღარ არის და შესაბამისად ყოველწლიურად იზრდება შესყიდული მარცვლეულის რაოდენობა.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია ქართველი ფერმერებისაგან შევიძინოთ სიმინდი და ხორბალი მოსავლის აღების სეზონზე, მთელი წლის რეზერვის შესაქმნელად.“- განმარტავს ჩირინას შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი, გიორგი გვალია.

მნიშვნელოვანია ის, რომ სიმინდი და ხორბლი მიღებამდე ლაბორატორიულად მოწმდება. დგინდება მისი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები, ტენიანობა და დაბინძურების დონე. პროცედურის წარმატებით გასვლის შემთხვევაში, მარცვლეული საშრობში ინაცვლებს.

biubiu_o_h.jpeg

„ჩირინას“ მარცვლეულის საშრობი და სასაწყობე კომპლექსი მოიცავს მარცვლეულის მიმღებს, სარჩევს, საშრობს და შესანახ განყოფილებას, სადაც ჯამში 40 ათასი ტონის მარცვლეულის ხანგრძლივი დროით შენახვა ხდება.

თანამედროვე საშრობი და სასაწყობე კომპლექსის აშენებაში „ჩირინას“ ბრიტანული პარტნიორი კომპანია Chief Industries დაეხმარა. Chief Industries უკვე 40 წელია აგროინდუსტრიულ სამშენებლო სექტორში მოღვაწეობს და მსოფლიოში მარცვლეულის საშრობი და შესანახი კომპლექსების მშენებლობაში დღეს ის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა.

biubiu_o_h.jpeg

„მარცვალსაცავებში მარცვლეულის შენახვას ტენიანობისა და ტემპერატურის რეგულირება განაპირობებს. მუდმივად კონტროლდება ტემპერატურა და პერიოდულად მიმდინარეობს მარცვლის ვენტილაცია, ატმოსფერული ჰაერის საშუალებით“, - ამბობს, საკვებწარმოების ხელმძღვანელი, ქეთი თაქთაქიშვილი.

საკვების წარმობის ყველა ეტაპი მოწმდება ლაბორატორიულად და მიკრობიოლოგიურად და მიმდინარეობს HAССP-ში გაწერილი პროცესების შესაბამისად.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ბიუ ბიუს ქათმების გამოზრდა ხდება დაბალანსებური და სრულყოფილი საკვების საშუალებით, ყოველგვარი ჰორმონალური დანამატების გარეშე.

როგორც საკვებწარმოების სპეციალისტი, ირაკლი ჩიკვაიძე განმარტავს, ფრინველის ასაკის გათვალისწინებით ხდება განსხვავებული საკვების რეცეპტების შემუშავება და გამოყენება.

„მარცვლეულში პროტეინისა და ენერგიის შემადგენლობიდან გამომდინარე, მზადდება შესაბამისი რეცეპტები სიმინდისა და ხორბლის სხვა და სხვა შეფარდებით, რომელიც საუკეთესოდ მორგებულია ფრინველის კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფს,“- ამბობს ჩიკვაიძე.

biubiu_o_h.jpeg

მარცვლეულის ჩასაბარებლად დაუკავშირდით კომპანიის შესყიდვების დეპარტამენტს საკონტაქტო ნომრებზე: ტელ: 577114455, 577348833 ან ელ.მისამართზე [email protected] .