მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩხენკელი: სექტემბერში სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩვეულ რეჟიმში დაიწყება

განათლების მინისტრი 2020

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, 15 სექტემბერს სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩვეულ რეჟიმში დაიწყება.

„დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში, მაგრამ ასევე მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის. საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდა.