მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩხენკელი ტელესკოლაზე: ამ მეთოდით მიღებული განათლება აუცილებლად ეფექტური იქნება

განათლების მინისტრი 2020

"ამ მეთოდით მიღებული განათლება აუცილებლად ეფექტური იქნება, რადგანაც გაკვეთილებში ჩართული გვყავს გამოცდილი, საუკეთესო პედაგოგები", - ასე უპასუხა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კითხვას თუ რამდენად ეფექტური იქნება ტელესკოლით მიღებული განათლება.

მინისტრის თქმით, პროექტი წარმატებით დაიწყო.

"პროექტი წარმატებით დაიწყო და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით გაგრძელდება, უაღრესად საინტერესო გაკვეთილებია შემოქმედებითი მიდგომით, ეს პლატფორმა მიღწევს საინტერესო აკადემიურ შედეგებს. ამ პროექტის ფარგლებში ტარდება აბიტურიეტის საათი, სადაც წამყვანი სპეციალისტები კონსულტაციებს გაუწევენ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით", - განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, კორონავირუსის გამოწვევამ სასწავლო პროცესი არ უნდა შეაჩეროს,

"აქედან გამომდინარე სკოლები და უნივერსიტეტები გადასულნი არიან სწავლების დისტანციურ ფორმაზე, გუშინ დაიწყო უაღრესად მნიშნელოვანი და საინტერესო პროექტი ტელესკოლა, რომელსაც ჩვენი სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან ერთად ახორციელებს. ტელესკოლასთან წვდომა აქვს ყველა მოსწავლეს. დღეს ამ ინიციატივებს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ქართული საკომუნიკაციო პლატფორმა "ფიდსი", რომელსაც ჩვენ სკოლებს შევთავაზებთ", - აღნიშნა მინისტრმა.