მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ უბრალოდ გადარჩენას ვითხოვთ, ჩვენ არსებობის საშუალებას ვითხოვთ“ - 15 ბიზნეს ასოციაციის განცხადება

რესტორანი

ბიზნეს სფეროების წარმომადგენლები ითხოვენ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან, მათ ამ მოთხოვნით განცხადება კანცელარიაში 2 დღის წინ ჩააბარეს რომელსაც ხელს აწერს 15 ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი და ისინი კონკრეტულ პასუხებს მოითხოვენ ხელისუფლებისგან. გამოსავალს კი ხედავენ იმაში, რომ ხელისუფლებამ აწარმოოს სწორი პოლიტიკა.

მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა წელსაც არ გახსნის ტურისტულ სეზონს ეს იქნება მათთვის გაკოტრების ტოლფასი, რადგან ამ დროის განმავლობაში ვერ იხდიან გადასახადებს, ვერ მუშაობენ და არ აქვთ ანაზღაურება.

ხოლო ბიზნესის ის სფეროები, რომლებიც შედარებით შემსუბუქებული შეზღუდვების შედეგად გაიხსნა ამბობენ, რომ მაინც ვერ ახერხებენ ფუნქციონირებას, მათ არ ჰყავთ საკმარისი მომხმარებელი.

ისინი ითხოვენ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და მისგან კონკრეტული მოკლევადიანი გეგმის გაცნობას.

ერთ-ერთი ივენთკომპანიის დირექტორის გიორგი მთივლიშვილის განცხადებით, ბიზნეს სფეროების წარმომადგენლები ითხოვენ არა თუ 10 წლიანი გეგმის წარდგენას არამედ 2 დღიანი გეგმის გაცნობას.

„ყოველთვის არის რაღაც ხიდი ჩატეხილი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის და მთავარი პრობლემა ეს არის კომუნიკაცია შედგება ხოლმე, მერე რომელიმე მინისტრი თუ შეიცვლება ჩატყდება ხოლმე ეს ხიდი და ახლა ვითხოვთ ამ შეხვედრას არა თუ 10 წლიანი გეგმა არამედ 2 დღიანი გეგმა გაგვაცნონ.

იმიტომ, რომ ერთის მხრივ ხსნი ამ ბიზნესს და მეორე ხელით აშინებენ მოსახლეობას, რომ ჩვენ ყველანი დავიხოცებით და სასწაულ მდგომარეობაში ვართ ეს მოქმედებს. თუ გვინდა, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა აღორძინდეს არ უნდა პანიკა. პანიკა პირდაპირ დამოკიდებულია ეკონომიკის ვარდნაზე ამიტომ სახელმწიფო ნუ ქმნის პანიკას“- განაცხადა გიორგი მთივლიშვილმა.

ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ბექა გოლიაძე აღნიშნავს, რომ ყველა გამკაცრებულ რეგულაციას დაიცავენ უბრალოდ გადარჩენას ითხოვენ.

„ამ სეზონსაც ვკარგავთ და ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება. არავის წინააღმდეგ არ ვართ, ეგ უნდა გაიგონ მათ. ჩვენ უბრალოდ გადარჩენას ვითხოვთ, ჩვენ არსებობის საშუალებას ვითხოვთ, იმიტომ რომ ჩვენს უკანაც ხალხი დგას ამის საპირწონედ ერთადერთს გვიდებენ ადამიანების სიცოცხლეს, სოლიდარულები ვართ რაშიც უნდათ იმაში მივეხმარებით, როგორ რეგულაციებსაც უნდათ იმას გავითვალისწინებთ, მაგრამ არსებობის საშუალება ჩვენც უნდა დაგვიტოვონ, გავკოტრდებით და შეგვრჩება მარტო ჩვენი ვალდებულებები. იმდენი ვერ მკოახერხეს, რომ ბანკებთან დაელაგებინათ ჩვენი ურთიერთობა“- განაცხადა ბექა გოლიაძემ.

ბიზნესასოციაციები ითხოვენ, მოიხსნას ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა, ქვეყანაში დაიწყოს ტურისტული სეზონისთვის აქტიური მზადება, სარესტორნო ბიზნესმა დაიწყოს ფუნქციონირება შაბათ-კვირას რეგულაციების დაცვით.

ასევე, ასოციაციების მოთხოვნაა, დაჩქარდეს ვაქცინაციიის პროცესი, შემცირდეს საგადასახადო წნეხი მცირე და საშუალო ბიზნესზე და შეწყდეს ქვეყანაში ნეგატიური ინფორმაციის ტირაჟირება.

ისინი პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და მზადყოფნას გამოთქვამენ, მონაწილეობა მიიღონ ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაში.

✅„ტურისტებს ვერ ვუხსნით თუ რატომ უნდა დაიძინონ 9 საათზე“ - შალვა ალავერდაშვილი

✅მოიხსნას კომენდანტის საათი - ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები პრემიერს მიმართავენ