კორონავირუსთან დაკავშირებით ფრენების შეჩერების გამო ამსტერდამში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად დღეს სპეცრეისი შესრულდება.
"ჯორჯიან ეარვეისის" კუთვნილი თვითმფრინავი დღეს სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქეს ჩამოიყვანს.
თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19:30 საათზე იქნება.
ცნობისთვის, საზღვარგარეთიდან დაბტრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე ჩამოყვანილია 300-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, შემდეგი რეისი დაგეგმილია 3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებით.