მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Covid-19-ის გამო ევროპაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად დამატებით რეისები შესრულდება

თვითმფრინავი ცაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები შემდეგი მიმართულებით:

16 აპრილი - პარიზი-თბილისი

18 აპრილი - თელავივი-თბილისი

21 აპრილი - რომი-თბილისი

აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო. მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება :

7 აპრილი - ათენი-თბილისი

10 აპრილი - ლარნაკა - თბილისი

12 აპრილი - ბერლინი-თბილისი

14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი

მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე.

მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.

უცხოეთიდან საქართველოში ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები 2 კვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.