მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Covid-19-ით ინფიცირებული სასწრაფო დახმარების ექიმთან კონტაქტში მყოფი 30 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება

სომხეთში დაავდებულთა რიცხვი

კორონავირუსით ინფიცირებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმთან კონტაქტში მყოფი 30 პირი გამოვლენილია და თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე გამოვლენილ პირებს კორონავირუსის დამახასიათებელი სიმტომები არ აღენიშნებათ.

"როგორც ცნობილია გუშინ სასწრაფო დახმარების ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მყისიერად დავიწყეთ ის მოქმედებები, რაც არის ამ ადამიანების გამოვლენა და თვითიზოლაციაში გადაყვანა. მყისიერად დადგინდა ის კონტაქტები, თუ ვის ჰქონდა ექიმს შეხება ამ პერიოდის განმავლობაში. ყველა ის ადამიანი ვისთანაც კი კონტაქტი ჰქონდა აღნიშნულ თანამშრომელს, ყველა არის იზოლირებული. ამ ეტაპზე 30 ადამიანია მოთავსებული", - განაცხადა გოგიტიძემ.