მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამირან გამყრელიძის განცხადებაზე განმარტებას აკეთებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლოგო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ამავე ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მიერ 24 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. 

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამირან გამყრელიძის განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.

დაავადების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, როგორც კოვაქსის საშუალებით, ისე პირდაპირი მოლაპარაკებებით, ასტრა-ზენეკას მიერ ინდოეთში და სამხრეთ კორეაში წარმოებული ვაქცინების რამოდენიმე ასეული ათასი დოზის მისაღებად მარტის თვის განმავლობაში.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება 24 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ბატონი ამირან გამყრელიძის გამოსვლისა და განაცხადების არასწორი ინტერპრეტაცია, რაც გარკვეულ დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს და რომელიც ეხებოდა საქართველოში კომპანია ფაიზერის ვაქცინის შემოსვლას.

ბატონმა ამირანმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და კოვაქსთან იანვარში საქართველოს მიერ წარმოებული მოლაპარაკებების საფუძველზე ჰქონდათ დადასტურებული თანხმობა, რომ თებერვლის მეორე ნახევარში ქვეყანა მიიღებდა ფაიზერის ვაქცინის პირველ დოზებს (29 150). საქართველო არის მსოფლიოს იმ თვრამეტი და ევროპის ოთხი ქვეყნის რიცხვში, რომელმაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, კოვაქსის საშუალებით უნდა მიიღოს ფაიზერის ვაქცინის პირველი დოზები. სამწუხაროდ, ვაქცინების წარმოებაში და მიწოდებაში არსებული გლობალური დეფიციტის გამო, ფაიზერის მიერ წარმოებული ვაქცინების მიწოდების თარიღმა საქართველოსთვის გადაიწია, ჯერ თებერვლის ბოლო კვირისთვის, ხოლო შემდგომ გადაიდო მარტისთვის.

საქართველო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, როგორც კოვაქსის საშუალებით, ისე პირდაპირი მოლაპარაკებებით, ასტრაზენეკას მიერ ინდოეთში და სამხრეთ კორეაში წარმოებული ვაქცინების რამოდენიმე ასეული ათასი დოზის მისაღებად მარტის თვის განმავლობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „ფაიზერთან“ მიმართებაში ჯერ არ ვიცით ზუსტი თარიღი - „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით კონტრაქტები გაფორმებულია, თუ არ დაგვაღალატეს, რამდენიმე ასეული ათასი დოზა უნდა მივიღოთ.