მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაბა გუდაურის საბავშვო ბაღის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

შეხვედრა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, 2020 წ.

დაბა გუდაურის საბავშვო ბაღის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი- ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ შალვა კერესელიძესთან, მერის პირველ მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილთან, ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის დირექტორ ქეთევან გელაშვილთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

 საბავშვო ბაღი ერთ ჯგუფიანი იქნება და გათვლილია 35 აღსაზრდელზე. პროექტით გათვალისწინებულია რეგიონის კლიმატური პირობები და ინერგება  ენერგოეფექტური პრაქტიკა. ბაღი სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მოეწყობა პანდუსი და ადაპტირებული სველი წერტილები.

 პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიონი ლარით ფინანსდება. გუდაურში მცხოვრებ პატარებს სკოლამდელ განათლებაზე ხელი არ მიუწვდებათ. საბავშვო ბაღი ექსპლუატაციაში  მიმდინარე წლის შემოდგამაზე შევა და აღნიშნულ პრობლემას სრულად მოაგვარებს.

 სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს " სამება" ასრულებს.