მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაჭრილი მორაგბე: ბესელია ცინიკურად მესაუბრებოდა, შემდეგ კი მესროლა

დაჭრილი მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი

„შიდა დაპირისპირება მოხდა უბრალოდ“, - ამის შესახებ მორაგბე რამაზ ხარაზიშვილმა რაგბის კავშირში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ხარაზიშვილმა აღნიშნა, მერაბ ბესელიას ყველა კითხვაზე კონსტრუქციულად გასცა პასუხი, თუმცა პასუხების გაცემის შემდეგ ცინიკური წამოძახილები დაიწყო.

„მერაბ ბესელია იმ ჯგუფის წევრი იყო ვინც მართავდა კავშირს აქამდე,ვერ გაიყვეს რაღაც და ეს იყო ალბათ მიზეზი. მე შევხვდი ამ ადამიანს და დამიძახა. მომეჩვენა, რომ ჩემთან სალაპარაკოდ სპეციალურად არ იყო მოსული. თავმჯდომარეს ელაპარაკებოდა.

ცოტა დაძაბული ლაპარაკი იყო, ამის შემდეგ მე დამისვა კითხვები. მეც ჩამრთო ამ საუბარში, აივანზე გავედით და ამ კითხვებს ჩვეულებრივად გავეცი პასუხი კონსტრუქციულად და დალაგებულად. ამის შემდეგ დაცინვის სახის წამოძახილები ჰქონდა. ამაზე პასუხი მოვთხოვე, აეხსნა თუ რას ნიშნავდა. პასუხი ვერ გამცა და პირდაპირ მესროლა“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს ხარაზიშვილმა.

ინფორმაციისთვის, მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი 16 სექტემბერს რაგბის კავშირში დაჭრეს.

„შვიდკაცა“ ნაკრების ყოფილი კაპიტნის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავა.

მას ბრალი სსკ-ის 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სსკ-ის 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ედება.