მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაჯარიმებული და დახურული ობიექტები - აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა კვლავ გრძელდება

ცეკვა კლუბში

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, იმ დაწესებულებების შემოწმება განახორციელა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322-ე დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ბათუმში შპს „ონლაინ მეჯიქ„ ე. წ „რეფორმერი ფიტნესი“ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა, ფაქტის ადგილზე დაფიქსირების შემდეგ, დარღვევების შესაბამისად, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული დარბაზი საქმიანობას კვლავ განაგრძობდა.

შრომის ინსპექციამ განმეორებითი დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა.

N322-ე დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მოთხოვნების განმეორებით დარღვევაზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 I მუხლის შესაბამისად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, აკრძალული საქმიანობის გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა ქ. ბათუმში რესტორანი შპს „დიანა“ - ე.წ. „კიდობანი“. ობიექტი N322-ე დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა.

გარდა ამისა, შრომის ინსპექციის მიერ ქ. თბილისში ღამის კლუბების შემოწმებაც განხორციელდა.

„შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ 10 000 ლარით დაჯარიმებული ობიექტი შპს „და ჰაუს რეკორდს”აკრაძალულ ეკონომიკურ საქმიანობას კვლავ განაგრძობდა.

აღნიშნულის შესახებ შრომის ინსპექციამ შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ აცნობა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში შრომის ინსპექციამ გაფრთხილება 2738 ობიექტს მისცა, 2 დააჯარიმა და 2309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა.

შეგახსენებთ, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს განაგრძობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ორთვიანი შეზღუდვები

ეპიდვითარება საქართველოში