მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დახურული სკოლები, თავისუფალი სამუშაო ადგილები - შეზღუდვები ოკუპირებულ აფხაზეთში

შეზრუდვები ოკუპირებულ აგხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის გამო შეზღუდვები დაწესდა, რომელიც 2021 წლის 12 იანვრამდე გაგრძელდება. ინფორმაციას sputnik-abkhazia ავრცელებს.

ასლან ბჟანიამ, ოკუპირებული ტერიტორიის პრეზიდენტმა არსებული შეზღუდვები გააფართოვა.

„დღემდე არ მუშაობს საბავშვო ბაღები, სკოლა, მუზეუმები, ბიბლიოთეკები. შეუძლებელია ქორწილის, ბანკეტის, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება.

აკრძალულია ფიტნეს ცენტრების, სპორტული დარბაზების, საცურაო აუზების, სპა სალონების, საუნების, აგრეთვე საგანმანათლებლო წრეების, ცეკვის და სპორტული დარბაზების საქმიანობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოცემის ცნობით, მოქალაქეებს ურჩევენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ პირადი ჰიგიენის საშუალებები და თავი შეიკავონ სადღესასწაულო ღონისძიებების დროს რელიგიური ორგანიზაციების ღვთისმსახურების ადგილების (ტერიტორიების) მონახულებისგან.

როგორც ცნობილია, რეკომენდებულია, რომ კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა გაათავისუფლონ 60 წელზე მეტი ასაკის მუშაკები სამუშაო მოვალეობის შესრულებისგან ხელფასების შენარჩუნებით 2021 წლის 12 იანვრამდე.