მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაკრედიტების მოცულობა შემცირდა

საბანკო სესხი

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა მაისში, აპრილთან შედარებით, 25 მლნ ლარით, 34.18 მლრდ ლარამდე შემცირდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მაისში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 28.85 მლნ ლარით (0.20%-ით) შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 3.45 მლნ ლარით (0.02%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.20%-ით).

მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.86 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.05 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით არ შეცვლილა).