მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა 30 ივნისის ჩათვლით აკრძალულია

დაფნარის გზა

ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთების 4 ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზებისთვის, მე-4 ლოტზე მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 10 აპრილის 16:00 სთ-დან, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 259 მონაკვეთზე არსებული დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან ამავე საავტომობილო გზის 248-ე კმ-ზე არსებულ ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე, ჩაკეტილია საავტომობილო მოძრაობა, გარდა სამშენებლო სატრანსპორტო საშუალებებისათვის.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ამჟამად საჭიროა, აღნიშნული რეჟიმი გაგრძელდეს 2020 წლის 30  ივნისის ჩათვლით. 

"დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის, ნიკეას ქუჩის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზის და გეგუთის სატრანსპორტო კვანძის გავლით თბილისის მიმართულებით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 1 აპრილის MIA 2 20 00793402 წერილით შეთანხმებული საგზაო მოძრაობის დროებითი ორგანიზაციის სქემების შესაბამისად", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.