საზოგადოება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის სხდომა Pia.ge
1614609262
დაკოპირებულია

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს მოუსმინა და სხდომის ბოლოს 6 კანდიდატიდან  ორ მათგანს დაუჭირა მხარი.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ კომიტეტს მთავრობის მიერ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ნათია კუკულაძის, ირაკლი ბუთბაიასა და ოლია ვოტის. ასევე, მეორე ვაკანსიაზე - ეკატერინე იმედაძის, ივანე მახარაძისა და თამარ ჭელიძის კანდიდატურების თაობაზე პრეზიდენტის წარდგინება გააცნო.

მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ჩატარებული კონკურსის შედეგად შეარჩია წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც შემდეგ პრეზიდენტს გადაეგზავნა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარედგინა პარლამენტს.

საპარლამენტო მდივანმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებზე რის შემდეგაც ექვსივე კანდიდატს მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინა თავისი ხედვა, თუ როგორ წარმართავენ საქმიანობას აღნიშნულ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში.

კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდნენ კომუნიკაციების სფეროში არსებული ბიზნესის და მაუწყებელთა წარმომადგენლები. თითოეულმა კანდიდატმა დეპუტატებისა და კომუნიკაციის სფეროს წარმომადგენელთა მრავალფეროვან და მწვავე შეკითხვებს უპასუხეს.

კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ გამართული კენჭისყრის შედეგად კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კომიტეტმა 9 ხმით ნათია კუკულაძეს, 8 ხმით ეკატერინე იმედაძეს დაუჭირა მხარი.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის შეფასებით, წარმოდგენილი კანდიდატების მიმართ გამოხატული დამოკიდებულებით გამოიკვეთა, რომ გაუგებრობა არსებობს მარეგულირებელ კომისიასა და კერძო სექტორს შორის. „გამოიკვეთა, რომ გაუგებრობა არსებობს მარეგულირებელ კომისიასა და სექტორს შორის, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მზად ვართ მაქსიმალური თანამშრომლობისთვის, მაქსიმალური ჩართულობისთვის პროცესში იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც კომიტეტს გააჩნია. ეს კომიტეტი იქნება პლატფორმა, სადაც კერძო სექტორს შეეძლება თუნდაც მარეგულირებელთან საუბარი კონკრეტულ ინიციატივებზე. მინდა გთხოვოთ მაქსიმალური ჩართულობა ნებისმიერი კანონპროექტის განხილვისას, რადგან ასე იქნება შესაძლებელი, მაქსიმალურად ყველას ინტერესების დაცვით განხორციელდეს ნებისმიერი რეფორმა. რეფორმა მაშინ არის მნიშვნელოვანი და ძლიერი, როდესაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად იღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებაზე, მთავრობის მიერ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

21 აპრილი

მარილიანი ველი, რეაქცია პოლიციელის განაჩ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგო პოლიციამ იპოვა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

1619030000

რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს.

1619028269

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

1619026150

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 61 967 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.

1619024956
სახელმწიფო ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების
სააგენტო

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებს არ ვა...

ცნობილი ქართველი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე აცხადებს, რომ მას დღესაც კონცერტების ჩასატარებლად რუსეთში და ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ ეპატიჟებიან.

გიორგი ხელაშვილი: ჩვენი დათმობა იყო ის,...

„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ და მელიას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა არანაირ მექანიზმს ამისთვის. დასავლელ პარტნიორებს არასდროს უთქვამთ, არასდროს მოუწოდებიათ და მით უმეტეს უკარნახიათ, რომ გვემუშავა და გვემოქმედა კანონის საწინააღმდეგოდ,“ - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ, თავზე ლაფის დასხმას უწოდებს.