მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაწყებითი კლასებისთვის საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილი მნიშვნელოვანია - ეკატერინე დგებუაძე

ონლაინსწავლების დანერგვა

განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დაწყებით კლასებს გაკვეთილები არადისტანციურად, საკლასო ოთახში ჩაუტარდეთ.

„მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში განახლდეს, ეს ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს. პირველ ოქტომბერს ამის შესაძლებლობა მიეცემათ მოსწავლეებს და მასწავლებლებს. დისტანციური სწავლების ეფექტიანობა ვერ შეცვლის საკლასო ოთახში ჩატარებულ გაკვეთილს. პირველ რიგში, ეს მნიშვნელოვანია დაწყებითი კლასებისთვის, მათ ის უნარები უნდა შეიძინონ და მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა უნარები უნდა დააფუძნონ“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექსვე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები სკოლებში სიარულს აღადგენენ, ხოლო გორსა და ფოთში სკოლებში სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლისთვის აღდგება.