საზოგადოება

დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო "ახოები" დაემატა

დაცული ადგილწარმოშობის დასახელება
12:04 30.05
დაკოპირებულია

საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ახოები“ დაემატა. 

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, „ახოები“ წითელი  მშრალი  ღვინოა. მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. „ახოები“ წითელი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ახოების მიკროზონაში მოწეული საფერავის ან ბუდეშურისებური საფერავის ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.

"ახოების მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, ზომიერად თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული, ატმოსფერული ნალექების ზომიერი რაოდენობა, ყავისფერი, კარბონატული ნიადაგები, ვაზის ჯიშების კონკრეტულად ამ მიკროზონაში გამოვლენილი თვისებები  განაპირობებს ღვინო „ახოების“ განსაკუთრებულ ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს და გამორჩეულობას. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი“ გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით ა(ა)იპ  „კარდენახის ღვინომ“ მიმართა. ამით ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 24-მდე გაიზარდა: ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ხვანჭკარა, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი, ხაშმის საფერავი, ბოლნისი, სალხინოს ოჯალეში, ახმეტა, წარაფი და ახოები. აღნიშნული ფაქტი ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის", - აცხადებენ სააგენტოში.

„ახოების“ წარმოების სპეციფიკაციის მომზადებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ საკითხებში ღვინის ეროვნული სააგენტო „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარებისა და ქართული ღვინის აღნიშვნების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მონაწილეობდა.

ავტობუსი ქალაქში

ეროვნული გამოცდებისთვის ავტობუსების დამა...

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 6 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდებ...
სამშენებლო სექტორში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ს...
16:40
„ᲐᲭᲐᲠᲐᲑᲔᲗᲘ“ საკუთარ მომხმარებელს გართობის დეგუსტაციის დაწყების შესახებ ინფორმაციას აწვდის. „ᲐᲭᲐᲠᲐᲑᲔ...
16:20
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წახ...
16:12
ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში ხელოვნურსაფრიან მოედანზე მიმდინარე სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერ...
15:33
გურგენიძე სტუ-ში ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი: უნივერსიტეტს...
ქართული კოსმოსური დიდგაბარიტიანი კონსტრუქციებით, გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ელგუჯა მეძმარიაშვილის...
წამებისთვის ძებნილი, სასჯელაღსრულების ყო...
დღეს, 3 ივლისს ბერლინიდან თბილისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის...
ცქიტიშვილი: დიალოგი მიმდინარეობს ქვეყნებ...
ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მიმდინარეობის დიალოგი და ზუსტდება დ...
ეჯაილ ტრანსფორმაცია - ბიზნესის კეთების ა...
თიბისის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენცია „ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ეჯ...