მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაცვის პოლიცია სქი-ქროსში და სნოუბორდ ქროსში მსოფლიო თასის ჩემპიონატის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

დაცვის პოლიცია ბაკურიანში შეჯიბრზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები  სქი-ქროსში და სნოუნორდ ქროსში მსოფლიო თასის  ჩემპიონატის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, შეჯიბრები ბაკურიანში, დიდველზე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით იმართება.

სქი-ქროსში და სნოუბორდ ქროსში მსოფლიო თასის ეტაპის ფარგლებში, ბაკურიანში 11 ქვეყნის 51 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას (ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, ბრიტანეთი, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, აშშ, საფრანგეთი, გერმანია).

მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებას საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს.