მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაუმორჩილებლობაზე წავალთ“ - გლდანში მოვაჭრეები აქციას მართავენ

მოვაჭრეების აქცია გლდანში

გლდანში, გლდანის ღია ბაზრობის მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ შეზღუდვების შემსუბუქებას მოითხოვენ. 

ისინი ამბობენ, რომ სურვილი აქვთ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ, თუმცა მათ ფინანსურად გადაადგილების შესაძლებლობა არ აქვთ.

„ბაზრობაში ღია სივრცეში ვართ და ყველაზე მეტი უსაფრთხოება ჩვენთან არის, ვიდრე დახურულ მოლებში. ვერ გაგვიგია რატომ ამბობენ გახსნაზე უარს.

ჩვენი მოთხოვნებია გაგვხსნან. პირველში გაიხსნას ყველა, თუ არა და პატრულს აღარ შევეპუებით“, - აცხადებენ მოვაჭრეები.

მოვაჭრეები გლდანი მოლის გადაკეტვას აანონსებენ და აცხადებენ, რომ მათ მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „შვილებს ვერ მოვაშიებთ“ - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან