მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაუმთავრებელი შენობების დასრულებისთვის მერია მოთხოვნებს ამარტივებს

თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისი მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში დაახლოების 180 დაუმთავრებელი შენობაა, რომლების დასრულებასა და სახლის მიღებას ადამიანები წლების განმავლობაში ელოდებიან.

კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავრობამ შეიმუშავა გეგმა რომელიც შენობების დასრულებასა და მეპატრონეებისთვის ბინების დროულად გადაცემას უზრუნველყოფს.

„მინდა ხაზი გავუსვა მნიშვნელოვან პროგრამას, ეს არის დაუმთავრებელი შენობების ხელშეწყობის პროექტი. ერთად შევიმუშავეთ მთელი რიგი გეგმა, სადაც გამარტივდება მოთხოვნები. ეს იქნება განსაკუთრებული ქესიები. ქალაქში დაახლოებით 180 შენობაა დაუმთავრებელი. რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ვიზუალურადაც. ამასთან ადამიანებს თანხები აქვთ გადახდილი და წლების განმავლობაში ბინებს ელოდებიან“, - განაცხადა თბილისის მერმა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ქვეყნის ეკონომიკისა და ადმიანის დასაქმებაში დეველოპერების წვლილსაც გაუსვა ხაზი და ამ დარგის ხელშეწყობის აუცილებლობა აღნიშნა.