მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ლიკლიკაძე „ვიზეარის“ გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ვიზერარი ფრენებს აჩერებს

ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე ქუთაისში არსებულ „ვიზეარის“ ბაზის გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, „ვიზეარის“ ადმინისტრაციამ ინფორმაცია სამ ენაზე გამოაქვეყნდა, თუმცა, ქუთაისში არსებული ბაზის გაუქმების შესახებ აღნიშნული არსად არის:

„რატომ წერთ რომ „ვიზიარი" ქუთაისში თავის ბაზას აუქმებს? საიდან მოგაქვთ ეს ამბავი? ან რა უიმედობაა, ან რა გიხარიათ მდგომარეობის ისედაც დამძიმება? გადაირია კომპანიის ადმინისტრაცია, ამნაირი არაფერი გაგვიგია, სამ ენაზე გამოვაქვეყნეთ ინფორამციაო. დროებით აუქმებს მეგობრებო, დროებით, ვიდრე საქართველო არ გახსნის საერთაშორისო საზღვრებს. სხვანაირად ვერ მუშაობს კომპანია. ასე ვარაუდზე რამდენი ბილეთი გაყიდეს, იმდენის დაბრუნება და გაუქმება მოუწია. ასე რომ, სანამ არ დალაგდება მსოფლიო (და ჩვენც), მანამდე აუქმებს. დროებით!“, - განმარტავს ლიკლიკაძე.

ცნობისთვის, 1-ელ ივლისს ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია „ვიზეარის“ ქუთაისის ბაზის გაუქმებისა და კომპანიის თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ.

კომპანია „ვიზეარმა" ქუთაისში ოპერირება 2012 წლიდან დაიწყო, 2016 წელს კი მათ ქუთაისში შექმნეს ბაზა.