საზოგადოება

დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო

დავით ნარმანიამ
საქართველოს ბიზნეს
ასოციაციის
წარმომადგენლებს
ელექტროენერგეტიკის
სექტორში რეფორმების
მიმდინარეობის პროცესი
გააცნო
1619172822
დაკოპირებულია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სემეკის თავმჯდომარემ მიმოიხილა ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩო და ნორმატიული აქტები, ისაუბრა ბაზრის მოდელის კონცეფციის, საბითუმო და საცალო ბაზრების წესების, ბაზრის მონიტორინგის მნიშვნელობისა და ამ მიმართულებით სემეკის აქტივობების შესახებ. ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ ბაზარზე ლიბერალიზაციისა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობაზე.

დავით ნარმანიასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორი, ირინა მილორავა და სემეკის წარმომადგენლები.

„მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმების პროცესზე ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს ბიზნესს. მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან და მუდმივად ვაწოდებთ მათ დეტალურ მონაცემებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით. დღეს, შეხვედრის მონაწილეებს გავაცანი როგორც უკვე შესრულებული, ასევე უახლოეს მომავალში განსახორციელებელი აქტივობების თანმიმდევრობა. მოგეხსენებათ, დაგეგმილია ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნა და საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება, აქედან გამომდინარე, ბიზნესის ინტერესი ენერგეტიკის სექტორის მიმართულებით დიდია, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ასევე, შეხვედრის მონაწილეებს ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამომავლო სტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა სემეკის წარმომადგენელმა, ზვიად გაჩეჩილაძემ. მან ყურადღება გაამახვილა „ანბანდლინგის“ (განცალკევება) პროცესზე, გადამცემი და განაწილების სისტემების საქმიანობების განცალკევების აუცილებლობაზე.

პაციენტი პალატაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამ...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629227

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

1620630228

რუსეთის ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე მურახოვსკი, რომელიც ნადირობისას რამდენიმე დღის წინ ტყეში დაიკარგა, ნაპოვნია. ამის შესახებ rbc.ru Telegram-канал Baza-ზე დაყრდნობით იუწყება.

1620629750

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 535 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა.

1620629728

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1439 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629319
სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურმა ქალაქ ბათუმში
ოფისი გახსნა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბათუმში ოფი...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო დეპარტამენტში ახალი სტრუქტურული ერთეული - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო - შექმნა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის ტერიტორიაზე მოხელეთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს გამოიძიებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

10 მაისს, თბილისის 7 უბნის ნაწილს ელექტრ...

სხვადასხვა სამუშაოს გამო 10 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

დღეს ბახმაროსა და ბაკურიანში მოთოვა

დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი ცვალებადი იყო. ბახმაროს შემდეგ, დღეს ბაკურიანშიც მოთოვა.

ილონ მასკმა აღიარა, რომ მას ასპერგერის ს...

Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა აღიარა, რომ მას ასპერგერის სინდრომი აქვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.