საზოგადოება

დავითაშვილი: აგროდაზღვევა სისტემურ მიმართულებად ვაქციეთ, პროექტი სამწლიანი იქნება

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრიფინგი 2020 7
17:33 12.05
დაკოპირებულია

"აგროდაზღვევა, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა ნებისმიერ ქვეყანაში. უნივერსალური წარმატებული მაგალითი არ არსებობს, თუმცა, წლიდან წლამდე, საქართველოში აგროდაზღვევის კომპონენტი იხვეწება",- აღნიშნულის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, სადაზღვევო კომპანიებს, ფერმერებს დღეს უკვე აქვთ სადაზღვევო სერვისით სარგებლობის გამოცდილება.

"აგროდაზღვევის პროექტი 2014 წლიდან დავიწყეთ. შემდეგ ბევრი ელემენტი შევცვალეთ, დავხვეწეთ. სადაზღვევო კომპანიებს, ფერმერებს დღეს უკვე აქვთ გამოცდილება, მათ შორის წარმატებული გამოცდილება სადაზღვევო სერვისით სარგებლობის, თუმცა არის გამოწვევები, განვითარება საჭიროა. მაგრამ მთავრია, რომ ჩვენ აგროდაზღვევა უკვე სისტემურ მიმართულებად ვაქციეთ. პროექტი სამწლიანი იქნება. ეს მისცემს ფერმერებს საშუალებას, მიღებული მოსავლის რეალიზაციის შედეგად თანხები მიმართოს მომავალი წლის რისკების დაზღვევისთვის. სამწუხაროდ, ახლა სოფლის მეურნეობაში სწორედ ეს რისკიანი ფაზა გვაქვს. მოვუწოდებთ ფერმერებს, რომ ისარგებლონ დაზღვევის პროგრამით, რაც გვაძლევს საშუალებას, მინიმუმამდე შევამციროთ ზარალი. აქ მნიშვნელოვანია ჩვენი თანადაფინანსება პრემიის კუთხით - მცირე მეურნეობებისათვის დახლოებით 70%-იანი თანადაფინანსება - ექსპერტების შეფასებით, ერთ-ერთ კარგი პრაქტიკაა საერთაშორისო დონეზე”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აგროდაზღვევის პროგრამაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, მრავალწლოვანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ დააზღვიონ საკუთარი მოსავალი სამი კალენდარული წლის განმავლობაში. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ პოლისის ღირებულების 70%-ით, ხოლო ვაზზე, 50%-ით განისაზღვრა. სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. 2020 წელს პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტი შეადგენს 9 მილიონ ლარს. მიმდინარე წელს იგეგმება, 15,000-ზე მეტი სადაზღვევო პოლისი გაცემა და 12,000 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაზღვევა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან სარგებლობს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთით. დამზღვევი ან მიწის მესაკუთრე ასევე რეგისტრირებული უნდა იყოს ფერმერთა/ფერმათა რეესტრში. ფერმერს შეუძლია დააზღვიოს როგორც ერთწლოვანი ისე მრავალწლოვანი კულტურა.

ფულის გადახურდავება

სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნებია...

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მ...
ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანში კოვიდვირუსი 3134 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო...
45 წუთის წინ
გორში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. შემთხვევა სტალინის გამზირზე მოხდა. როგორ...
19:04
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 4 ივნისიდან 10 ივნისამდე, მცხეთის მუნიციპალ...
18:37
2019 წელს კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ, მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით,...
18:36
ფშავი ომალოს გზაზე ოძრაობა მალე განახლდება თუშეთის გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი...
თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას...
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თიბისი სესხების სამთვიან გადავადე...
გარდაბანში სოფელ აღთაკლიაში საგზაო სამუშ...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ აღთაკლიაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ინტენ...
რომის პაპი: ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება ტრ...
რომის პაპმა ფრანცისკემ აფროამერიკელი მოქალაქის ჯორჯ ფლოდის გარდცვალებას ტრაგედია...