მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დედაქალაქში მოქმედი შადრევნები გაითიშება

გამორთული შადრევანი

ტემპერატურის ცვლილების გამო, 25 ნოემბრიდან დედაქალაქში მოქმედი ყველა შადრევანი გაითიშება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„ზამთრის დადგომისას, შადრევნების გამორთვა და მომავალი წლისთვის მომზადება ყოველწლიურად ხორციელდება.

დედაქალაქში არსებული 50-მდე შადრევნის მოვლა-პატრონობას შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. შადრევნების ნაწილი კი რაიონული გამგეობების დაქვემდებარებაშია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, ყველა მათგანი გაზაფხულზე, ტემპერატურის მატების შემდეგ ჩაირთვება.