მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქალი დაიწვა

არ გადაკვეთო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანში ხანში შესული ქალი იმ დროს დაიწვა, როცა ის საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ბალახს წვავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ის სახლში მარტო ცხოვრობდა და ცეცხლი ხმელ ბალახს დასუფთავების მიზნით წაუკიდა. მათივე თქმით, აალება იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ქალმა თავის დაღწევა დროულად ვერ შეძლო. მიღებული დამწვრობის გამო, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.