მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ვისურვებდით სკოლებში რელიგიის სწავლებას, ერის გამრავლებას

საპატრიარქოს პრესპიკერი

„არჩევნების შემდეგ ვისურვებდით მეტ სიმართლეს და ნაკლებ აგრესიას მედიიდან“,- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

კითხვაზე, არჩევნების დროს რომელ მხარეს აირჩევს ეკლესია, ანდრია ჯაღმაიძე პასუხობს, რომ ეკლესიის მხრიდან მსგავსი ქმედება არასწორია.

„ეკლესიის მთავარი საქმე მდგომარეობს იმაში, როგორი რთულიც არ უნდა იყოს სოციალურ-პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში, სადაც მისი სამწყსოა, მან შეძლოს მისიონერული როლის შესრულება. რა თქმა უნდა, რაც უფრო ძნელია მისიონერული როლის შესრულება, მით უფრო დიდი ძალისხმევის გაწევა უხდება ეკლესიას. როგორი არჩევანიც არ უნდა გააკეთოს ხალხმა, ჩვენ მოგვიწევს მისი სულიერი მსახურება ნებისმიერ შემთხვევაში.

მთავარია, გაკეთდეს ერისთვის სასიკეთო საქმე, არჩევნების შემდეგ ვისურვებდით, მეტ სიმართლეს ტელევიზიებიდან, ნაკლებ აგრესიას მედიიდან, ვისურვებდით სკოლებში რელიგიის სწავლებას, ვისურვებდით მშვიდობას, ერის გამრავლების ხელშეწყობას და, ზოგადად, მსოფლიოში სიმშვიდეს“,- განაცხადა დეკანოზმა „ტვ პირველის“ ეთერში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.