მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი: პანდემია და კომენდანტის საათი ვერ შეგვაჩერებს, აღდგომა აღდგომა იქნება და ბზობა ბზობა

დეკანოზი მღვდლის სამოსით

"ვერავითარი პანდემია და ვერავითარი კომენდანტის საათი ვერ შეგვაჩერებს ქრისტეს აღდგომის განცდაში",- ამის შესახებ დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მრევლის ნაწილს ვისაც სურვილი ექნება შეეძლება სახლიდან მოისმინოს სააღდგომო ლიტურგია, ხოლო სხვებს ტაძარში მისვლის პრობლემა არ შეექმნებათ.

"ვერ დავრჩებით აღდგომისა და ბზობის ღამეს სახლში. აღდგომა აღდგომა იქნება და ბზობა ბზობა. ვისაც შეუძლია და აქვს რწმენა, მოვიდნენ ეკლესიაში და მოისმინონ ლიტურგია. სახარებაში წერია, რომ ჩემკენ მომავალს ნურავინ ნუ დააბრკოლებთ, თორემ ჯობია წისქვილის ქვა დაიკიდონ გულზე. მრევლს შეუძლია 21:00 საათამდე მოვიდეს ეკლესიაში, ილოცონ, დაისვენონ და სააღდგომო ლიტურგია დაიწყება 23:00 საათზე",-აღნიშნა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, საქართველოში 21:00 საათიდან, 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს.