მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დევნილების აქცია ისანში კვლავ გრძელდება

აქცია ისანში

ისანში დევნილებმა გზა გადაკეტეს. ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის მაცხოვრებლები საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ითხოვენ.

დევნილებმა აქცია ამავე მოთხოვნით გუშინ, 17 სექტემბერსაც გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ დევნილთა სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უწყებისგან პასუხი არ მიუღიათ. ისინი 72 ოჯახისთვის ბინების სასწრაფოდ დაკანონებას ითხოვენ.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.