მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დევნილებს სახელობო იარაღები გადაეცათ

სამუშაო იარაღები

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კიდევ 13 დევნილს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულმა დევნილებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავად შეარჩიეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წელს, პროექტის ფარგლებში, ჯამში, 50 დევნილი დაფინანსდა. პროექტში მონაწილეობის მსურველი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება.