მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დევნილი სტუდენტებისთვის ინგლისური ენის ონლაინ კურსი დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის, კემბრიჯის განათლების სახლის ხელშეწყობით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის უშუალო ჩართულობით, „მშვიდობის ლაბორატორიის ფარგლებში“ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის ინგლისური ენის ონლაინ კურსი დაიწყო.

პროექტის მიზანს ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლება, ახალგაზრდა თაობის საერთაშორისო საზოგადოებაში დამკვიდრების ხელშეწყობა და ტურიზმის სფეროებში კვალიფიციური კადრების აღზრდა წარმოადგენს.

წარმოდგენილი კურსი სტუდენტს საშუალებას აძლევს  საერთო ევროპული ჩარჩოს „CEFR“-ის სტანდარტის მიხედვით შეისწავლოს, როგორც ამერიკული, ასევე ბრიტანული ინგლისური ენის ზოგადი კურსი.