მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დევნილთა სააგენტო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით თბილისში კიდევ 300 ბინას შეისყიდის

დევნილთა სააგენტოს სიახლე

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში,  თბილისში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ  300 ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. ინფორმაციას დევნილთა სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა.

მენაშენეების საკონკურსო წინადადების მიღება 4 დეკემბერს დაიწყო და 14 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოში (თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა) უნდა წარადგინონ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.