მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დევნილთა სააგენტო ფართების დაკანონების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობა

დევნილთა სააგენტო ფართების დაკანონების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, დევნილი ოჯახების ინტერესების გათვალისწინებით, მათი უშუალო მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპაქტური განსახლების ობიექტებში არსებული საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცედურებს აგრძელებს.

დაკანონების პროცესთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას, მათ შორის, კომპაქტური განსახლების ობიექტებში აზომვითი სამუშაოების ჩატარებას სააგენტო საკუთარი რესურსებით უზრუნველყოფს. აღნიშნული პროცედურების გასატარებლად, საჭიროა, ამხანაგობის თავმჯდომარემ სააგენტოს საერთო სარგებლობის ფართების ამხანაგობისთვის გადაცემის თაობაზე განცხადებით მომართოს",- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.