საზოგადოება

დევნილთა სააგენტო სატელევიზიო ეთერში გასულ სიუჟეტს პასუხობს

დევნილთა სააგენტოს
განცხადება
1606389922
დაკოპირებულია

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2020 წლის 26 ნოემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

სააგენტოს განმარტებით, სიუჟეტში დასმული აქცენტები პრინციპულად არ შეესაბამება სიმართლეს და ხაზგასმა, რომ არსებული ეპიდსიტუაციის პირობებში, ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა მოხდა სააგენტოს ხელმძღვანელობის პირადი კომფორტისთვის, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„სააგენტოში არსებული მოძველებული ავტოპარკი მთლიანად იყო ამორტიზებული და სათანადოდ ვეღარ ემსახურებოდა დევნილთა განსახლების პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა განსახლებისა და საცხოვრებელი პირობების შექმნისათვის საჭირო ღონისძიებების სრულყოფილად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით აღნიშნული ავტომანქანების შესყიდვის პროცედურები , სააგენტომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო.

სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2020 წლის ნოემბერში კი მართლაც შეიძინა, დღეს, საქართველოს ბაზარზე არსებულ ყველაზე დაბალ ფასად, ეკონომპაკეტის ,,ფორდ ფიესტას“ მოდელის ავტომანქანები, რომლებიც გახლავთ სამორიგეო დანიშნულების, გააჩნია სააგენტოს ლოგო და არ არის განპიროვნებული ერთ რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა მოხდა დევნილთა განსახლებისა და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროცესის გაუმჯობესების მიზნით. ისინი განკუთვნილია მხოლოდ საველე სამუშაოებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში ვიზიტებისთვის, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონებისთვის საჭირო აზომვითი სამუშაოების ჩასატარებლად, მონიტორინგის პროცესის ხარისხიანად და ოპერატიულად განსახორციელებლად, დევნილთა და ეკომიგრანტთა ოჯახების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სამუშაოების მომსახურებისთვის.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, სააგენტოს არც ერთი დღით არ შეუჩერებია მუშაობა და აქტიურად ახორციელებს დევნილი მოსახლეობის მონიტორინგისა და განსახლების პროცესს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. პანდემიის გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობის დროს კი სააგენტოს თანამშრომლები პირადად ურიგებდნენ განსაკუთრებით მოწყვლად დევნილ ოჯახებს სურსათსა და სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ნებისმიერი ხარჯი, რომელსაც სააგენტო გასწევს, ემსახურება ერთადერთ მიზანს - ეს გახლავთ დევნილთა განსახლება და მათი უზრუნველყოფა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით.

„დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ყველა შესაბამის ზომას იღებს, რათა შეასრულოს მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები, ხარისხიანად მოემსახუროს ჩვენს დევნილებსა და ეკომიგრანტებს, ასევე დაიცვას საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობა და უზრუნველყოს ისინი უსაფრთხო სამუშაო პირობებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლო...

„ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ პარტიის ყრილობაზე „ქართული ოცნების“ წევრებმა პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა აირჩიეს. 

ახალციხე-ნინოწმინდის გზის 90-112კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

1610815842

„ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში განსაკუთრებულად ხაზგასმულია, რომ პუტინისგან, ტრამპისგან და ლუკაშენკოსგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი არის უნიკალური ლიდერი, რომ ისინი ებღაუჭებოდნენ ხელისუფლებას, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა, მათგან განსხვავებით და ეს უსვამს ხაზს მის უნიკალურობას, დემოკრატიული არჩევნებით მიღებული ძალაუფლება, ნებაყოფლობით დათმო მაშინ, როდესაც კადენციაც არ იყო გასული,- ასე უპასუხა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა, ლაშა ნაცვლიშვილმა „ვაშინგტონ პოსტში“ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე დასმულ შეკითხვას.

1610808919

„ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება არის უნიკალური მოვლენა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა იყო, პოლიტიკური ქველმოქმედების 8 წლიანი აქტი, რომლის შედეგი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამოჩნდება და ისტორია იტყვის თავის სიტყვას“,- ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილმა, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში განაცხადა.

1610808531

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, საჭიროა, რომ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდის გამართვამდე ოპოზიციურმა პარტიებმა კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიონ. 

1610808335
მერკელის პარტიის ახალი
თავმჯდომარე

მერკელის პარტიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

გერმანიის მმართველმა პარტიამ, "ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" ახალი თავმჯდომარე აირჩია. ის 59 წლის არმინ ლაშეტი გახდა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

ვლადიმერ ბორცვაძე: პოლიციის მხრიდან გატა...

„პოლიციის მხრიდან გატარდა ყველა ღონისძიება, რომ დაცული ყოფილიყო ყველას უფლებები, არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ღონისძიება წარმატებით დასრულდა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კასპში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

რუსეთში გრიპი აღარ არსებობს - რუსული მედ...

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ამ დროისთვის გრიპის ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ ეგორ გაიდარის სახელობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. 

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგ...

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგების მიხედვით დანერგვის შესაძლებლობები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და მონაწილე მხარეებმა ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.