მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს 512 დევნილ ოჯახს შეუსყიდის

„სოფლად სახლის“  შესყიდვის პროექტი წარმატებით მუშაობს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 512 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტი წარმატებით მუშაობს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

„მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახები საცხოვრებლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავისი სურვილის შესაბამისად არჩევენ. სახლების უმეტესობას მიწის ნაკვეთებიც აქვს, რაც დევნილებს შემოსავლის წყაროც გაჩენაში ეხმარება“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 2020 წელს, მხოლოდ ამ პროექტს ფარგლებში, ჯამში, 1000-ზე მეტი დევნილი ოჯახი განსახლდება.