მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. 

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, რომელთა თავდადებული ბრძოლის შედეგია, რომ 100 წლის შემდეგ, საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოა.

იუნკერთა თავგანწირვა და სამშობლოსადმი სიყვარული სამაგალითოა ჩვენთვის.

ასეთი დღეები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მავთულხლართებით ხელოვნურად გაყოფილი ჩვენი სამშობლო, მშვიდობიანი გზით, აუცილებლად გაერთიანდება და თითოეული დევნილი, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საკუთარ სახლებში დაბრუნდება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.