მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან აჭარაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა

კორონავირუსი აჭარაში

დღეიდან, 25 სექტემბრიდან აჭარაში არსებული ეპიდსიტუაციის გამო ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა გუშინ, 24 სექტემბერს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეიდან აჭარაში წესდება შემდეგი შეზღუდვები:

  • 22:00 საათიდან რესტორნები აღარ იმუშავებენ
  • რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად ჩერდება

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა აჭარაში შეზღუდვები იქნება მანამ, სანამ ეპიდემიური სურათი არ შეიცვლება.

თამარ გაბუნიას თქმით, შეზღუდვების არსებობის სულ მცირე 2 კვირიანი ციკლია საჭირო, რომ შედეგი დავინახოთ.

ასევე მისი თქმით, 26 სექტემბრიდან აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც აიკრძალება.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა. აჭარა კი ამჟამად ვირუსის გავრცელების მხრივ წითელ ზონად რჩება.