მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან ქუთაისი-რიგის მიმართულებაზე ფრენები იწყება

ქუთაისის აეროპორტის ფასადი

17 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად პირველი ოქტომბრიდან გაიხსნა რეისი ქუთაისი-რიგის მიმართულებით.

დღეიდან, 4 ოქტომბრიდან ქუთაისი-რიგის მიმართულებაზე რეგულარული ფრენები იწყება. დღეს პირველი ავიარეისი შესრულდება რიგის მიმართულებით.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოდან ლატვიის რესპუბლიკაში ჩასული პირები ექვემდებარებიან 10 დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას.

თვითიზოლაციის ვალდებულება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ლატვიის გავლით მიემგზავრებიან სხვა ქვეყნებში. ასეთ შემთხვევაში, ჩამოსულმა მგზავრმა მაქსიმუმ 12 საათში უნდა დატოვოს ლატვიის ტერიტორია.

თავდაპირველად ავიაკომპანია Wizz Air ფრენებს აღნიშნული მიმართულებით კვირაში ერთხელ შეასრულებს.

ავიაკომპანია Wizz Air მომხმარებელს სთავაზობს ფრენებს შესაბამისი თანხებით, რომელიც ცვალებადია დროთა განმავლობაში.