მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან რეგულარული ფრენები განახლდება

თვითმფრინავი

პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება.

მის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ის კომპანია, რომელიც აქამდე ფრენებს ახორციელებდა, აგრეთვე ახალი კომპანიები, რეგულარული ფრენების დაგეგმვასა და შესრულებას შეძლებენ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ფრენების დაშვება, რეგულაციების დაცვით არ იქნება დამატებითი საფრთხის მომტანი. აგრეთვე ვფიქრობთ, რომ შევამსუბუქოთ შეზღუდვები ვიზიტორების შემოსვლაზე. უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ, თუ რა სიახლეები გვექნება საქართველოში უცხოელი ვიზიტორების შემოსვლასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, გაზაფხულის სეზონზე ქვეყანა შეძლებს, რომ დიდი რაოდენობით ტურისტებს უმასპინძლოს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ დღეიდან 3 დიდი ქალაქის გარდა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში აღდგება

✔️ შეზღუდვები, რომელიც პირველი თებერვლიდან იხსნება