მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს და ოჯახის ექიმებს ხელფასი 100 ლარით გაეზრდებათ

ექიმის ზოგადი ფოტო

„დღეიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს და ოჯახის ექიმებს ხელფასი 100-100 ლარით მოემატებათ“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამეგრელოში სასწრაფო გადაუდებელი ცენტრებისთვის შენობა-ნაგებობების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს თქვენთან ერთად ვარ და ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის შემთხვევითი. დღეს ჩვენ სენაკში, ხობსა და მარტივლში ერთდროულად ვხსნით სასწრაფო გადაუდებელი ცენტრებისთვის შენობა-ნაგებობებს. შესაბამისად, ვაუმჯობესებთ და ვცდილობთ, კიდეც გავაუმჯობესოთ სამუშაო პირობა. თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებიც დგახართ წინა ხაზზე და იბრძვით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად. თქვენ იცით, რომ რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ ჩვენი სურვილი იმის შესახებ, რომ გაგვეუმჯობესებინა სახელფასო ანაზღაურება ჩვენი ექიმებისთვის. დღეიდან, პირველი ივლისიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს და ჩვენს ოჯახის ექიმებს ხელფასი მოემატებათ 100-100 ლარით“, - განაცხადა ტიკარაძემ.