მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში მიკროავტობუსები აღარ ივლიან

ყვითელი მარშუტკა

კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსები აღარ იმოძრავებს.

ასევე, დღეიდან სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზების და სხვადასხვა სპაცენტრების ფუნქციონირება.

მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ქვეყანა უკვე გადავიდა ვირუსის გავრცელების ახალ ეტაპზე, სადაც მეტი სიფრთილეა საჭირო.

"ინფიცირების რაოდენობა გაგვეზრდება. მიდგომები უნდა შეიცვალოს. ჩვენ ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე გადავდივართ. ჯანდაცვის სისტემა სრულად უნდა იყოს მზად გაზრდილი ნაკადის პაციენტებისთვის. ხვალიდან აიკრძალება თბილისში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. შესაბამისად, დარჩება მერიის ტრანსპორტი და მეტრო. მათ ევალებათ დეზინფიცირება მოახდინონ",- აღნიშნა გახარიამ.