მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს 600 000 ლარი თამაშდება!

მოხსენი ჯეკპოტი

„ლოტო 6/42“-ის ჯეკპოტი უკვე 600 000 ლარია, ბილეთის ღირებულება კი - 2 ლარი! - ამის შესახებ „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც კომპანიის ვებგვერდზე, ისე საქართველოს ფოსტის ჯიხურებში.

„2 ლარად თქვენ შეგიძლიათ, შეიძინოთ მხოლოდ 2 პური, 4 ბოთლი წყალი, 2 ბოთლი გაზიანი სასმელი, ორი საღეჭი რეზინი ან 600 000 ლარის მოგების შანსი! ამისთვის კი უნდა ესტუმროთ „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ ვებგვერდს: www.lotto.ge-ს და ითამაშოთ „ლოტო 6/42“. „ლოტო 6/42“-ის ბილეთების შეძენა, ასევე, შესაძლებელია საქართველოს ფოსტის ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით, კომპანიის გაყიდვების წერტილებსა და მომსახურების ცენტრებში.

600 000 ლარის მოგების ინსტრუქცია: „ლოტო 6/42“-ის ბილეთზე მოცემულია 42 ციფრი, რომლიდანაც უნდა აარჩიოთ და მონიშნოთ თქვენთვის სასურველი და იღბლიანი 6 ციფრი და შეიძინოთ ბილეთი. შემდეგ კი დაელოდოთ გათამაშებას, რომელიც ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, 9-საათიანი კურიერის დაწყებამდე იმართება, - აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე კომპანია მომხმარებლებისთვის აზუსტებს, რა შემთხვევაში ხდებიან ისინი მოგებულები.

„იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ არჩეული ციფრები ლოტოტრონის მიერ გამოვლენილს დაემთხვევა, თქვენ ხდებით გარკვეული კატეგორიის მოგებული:

  • 6 ძირითადი რიცხვის დამთხვევა - მოგებულია ჯეკპოტი!
  • 5 ძირითადი რიცხვისა და ბონუსრიცხვის დამთხვევა - მოგებულია მე-2 საპრიზო კატეგორია!
  • 5 ძირითადი რიცხვის დამთხვევა - მოგებულია მე-3 საპრიზო კატეგორია
  • 4 ძირითადი და ბონუსრიცხვის დამთხვევა - მოგებულია მე-4 საპრიზო კატეგორია
  • 4 ძირითადი რიცხვის დამთხვევა - მოგებულია მე-5 საპრიზო კატეგორია
  • 3 ძირითადი და ბონუსრიცხვის დამთხვევა - მოგებულია მე-6 საპრიზო კატეგორია

ასე რომ, მხოლოდ 2 ლარად შეგიძლიათ გამოსცადოთ იღბალი და მოიგოთ 600 000 ლარზე მეტი! ამასთანავე, გახსოვდეთ, როცა ლატარიას თამაშობთ, ავტომატურად ეხმარებით მათ, ვისაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება, რადგან ლატარიის თითოეული გაყიდული ბილეთიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი სწორედ ქველმოქმედებას ხმარდება.

გახსოვდეთ, იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!“ -ნათქვამია განცხადებაში.