მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს საქართველოში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნება

სამების ფასადი

დღეს, 21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით კი მოქმედ ტაძრებში წირვა–ლოცვა აღევლინება.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა - პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი.

ცოლ-ქმარმა აღთქმა დადო, თუ შვილი ეყოლებოდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა და შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.

მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ „მშობლებად ღმრთისა“ იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან - უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.