მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს საქართველოში სწავლა დაიწყო

სწავლა და კორონა

დღეს, 15 სექტემბერს საქართველოს ყველა რეგიონში, უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში სწავლა დაიწყო.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ზოგიერთ რეგიონში სწავლა 1-ელ ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

დისტანციურ რეჟიმში სწავლას გააგრძელებენ, როგორც უნივერსიტეტებში, ასევე სკოლებში:

  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • ზუგდიდი
  • რუსთავი
  • ფოთი

ასევე 14 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ეპიდრისკებიდან გამომდინარე სწავლას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ შემდეგ სოფლებში:

  • ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი მატანი
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზოდი და ჩხაკაურა
  • გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ქიწნისი

არსებული ინფორმაციით, სწავლა საკლასო აუდიტორიებში პირველ ოქტომბერს განახლდება.