მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დიახ, ჩვენ ჩავსვით მკვლელები, მათ ციხეში კარგი პირობები და კვება აქვთ“ - თეა წულუკიანი

ვიცეპრემიერი 2020 წელი

„დიახ, ჩვენ ჩავსვით მკვლელები, მათ ციხეში კარგი პირობები და კვება აქვთ და იქ ჯდომას ხვალ დილიდანაც ბედნიერად გააგრძელებენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ხუთეულის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, თავის საარჩევნო უბანზე ირაკლი ფირცხალავას დამ წულუკიანს ხმამაღლა მიმართა, თუ რატომ ჩასვეს მისი ძმა ციხეში:

„ჩემს უბანზე ვაზაგაშვილის ამფეთქებლის და სოპრანოზე კიოდა, მორიგი „დამკვირვებელია“ და უკვირს, ჩემი ძმა რატომ ჩასვით, თქვე ქოცებო, ციხეშიო. დაგვაცადეთ, ნახეთ, რას ვიზამთო! დიახ, ჩვენ ჩავსვით მკვლელები, მათ ციხეში კარგი პირობები და კვება აქვთ და იქ ჯდომას ხვალ დილიდანაც ბედნიერად გააგრძელებენ. 41!“, - აღნიშნავს წულუკიანი.

ცნობისთვის, ზურა ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა მანქანაში ჩაცხრილეს. მათთან მყოფი ერთი ახალგაზრდა კი დაიჭრა. ძალის გადამეტების შესახებ გამოძიება ინციდენტიდან სამ დღეში დაიწყო, მაგრამ 2007 წლის აპრილში დაიხურა. მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ „ყაჩაღური ჯგუფის“ წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია. ამ ვერსიას ვაზაგაშვილის ოჯახმა და უფლებადამცველებმა უნდობლობა გამოუცხადეს და „დამნაშავე“ პოლიციელთა დასჯას მოითხოვდნენ. საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის ბოლოს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო.

ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, რომელიც თითქმის ცხრა წელი იბრძოდა სიმართლის დასადგენად, 2015 წლის 20 იანვარს მისი შვილის საფლავზე ააფეთქეს.

2015 წლის 2 თებერვალს პროკურატურამ საქმე გახსნილად გამოაცხადა და განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავა.

დაკავებულებს შორის პოლიციის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან და, ასევე, სპეცრაზმელებთან ერთად იყვნენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, რომელიც ცხრა წლის წინანდელ ამ სპეცოპერაციას გეგმავდა და ხელმძღვანელობდა; ფირცხალავას განზრახ მკვლელობის მუხლით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.