მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდ დიღომში მე-6 სართულიდან გადავარდნილი 3 წლის ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა

თბილისში დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულდან გადავარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

PIA.GE-ს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ლინიკაში განუცხადეს, რომ ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მცირეწლოვანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე დამოკიდებული რჩება.

„3 წლის ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ამ დროისთვის მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება, თუმცა არც დადაბეითი დინამიკაა. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, - განუცახადეს PIA.GE-ს კლინიკაში.

3 ივლისს დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა.