საზოგადოება

დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით დღეიდან ახალი მარშრუტი ამოქმედდა

ავტობუსი
1618670607
დაკოპირებულია

დიდი დიღმის IV მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით, დღეიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი - N321 ამოქმედდა. BMC მარკის 12-მეტრიანი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსით დღეს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, დიდ დიღომში ავტობუსის ახალი ხაზი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე ამოქმედდა. ავთანდილ ცინცაძის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალი ავტობუსი დიდ დიღომში მირიან მეფის ქუჩის იმ ნაწილსაც გაივლის, სადაც აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა.

„მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, დედაქალაქის მერიასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, დღეს დიდ დიღომში ავტობუსის ახალი ხაზი ამოქმედდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მუნიციპალური ავტობუსი კლინიკა „იმედი ”-ს მიმართულებითაც იმოძრავებს, სადაც აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადიოდა.

ვფიქრობ, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო დედაქალაქის მერიას, სატრანსპორტო სამსახურს და თითოეულ იმ ადგილობრივ მოსახლეს, ვინც აქტიურად იყო აღნიშნულ პროცესში ჩართული. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი მუშაობით, ჩვენ კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ“ - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

დეპუტატის თქმით, სატრანსპორტო რეფორმა დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე განმარტებით, ახალი მარშრუტების დანიშვნა და თანამედროვე სტანდარტების ავტობუსების შემოყვანა მოსახლეობის სწრაფ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.ახალი ავტობუსით ავთანდილ ცინცაძესთან ერთად, საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ და და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მეორე ავტობაზის უფროსმა, გიორგი მეშველიანმაც იმგზავრა. N321 ავტობუსი დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით 15-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. მოსახლეობას ახალ ხაზზე BMC მარკის 12-მეტრიანი, ოთხი ავტობუსი მოემსახურება.

მოსალოდნელი ამინდის
პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო საპატრიარქოსთან ერთად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მუშაობას განაგრძობს და ყველა ბავშვზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული.

1623739164

„დიდი მადლობა სტუმართმოყვარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სტუმრობის შესაძლებლობისთვის. გვქონდა ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები უკრაინა-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგის რიგ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ დასახული მიმართულებები შემდგომი თანამშრომლობისთვის მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს მთავრობის მეთაურს წერს.

1623738160

სამცხე-ჯავახეთში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

1623738073

ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 25 კილომეტრში სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

1623734506
პარტია საქართველოსთვის
დამფუძნებელი

გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა

ექსპრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა.

პრემიერი ბრიუსელის ფორუმზე, ვაქცინაცია ტ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდ...

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებმა საველე გასვლა განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

კახა კუჭავა ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოს გენერალურ მდივანს, ჰელგა შმიდს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.